01 სექტემბერი 2026,   05:33
ვრცლად
წალკა მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო - ოთხივე ვაქცინა მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის გარეშე კეთდება

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში წალკაც ჩაერთო. მუნიციპალიტეტის "ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვაქცინა 40-მდე ადგილობრივმა გაიკეთა.

რაიონის მასშტაბით, პროცესი აქტიურად გაგრძელდება და მსურველები სამედიცინო დაწესებულებებში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან.

კლინიკებში იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ოთხივე პრეპარატით - "სინოფარმით", "სინოვაკით“, "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით“ კეთდება.

დღის ამბები