26 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს შესაძლოა თავდებში ჩაუდგნენ

ადვოკატები ზურაბ ზვიადაურის გათავისუფლებას ითხოვენ. უფლებადამცველების ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონები და პოლიტიკოსები შესაძლოა, ბრალდებულს თავდებში ჩაუდგნენ.

ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოლიმპიურ ჩემპიონს და ყოფილ დეპუტატს პროკურატურა განზრახ მკვლელობას ედავება.

"ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. წარდგენილ ბრალდებაში ზურაბ ზვიადაური თავს არ ცნობს დამნაშავედ, ის მოქმედებდა აუციილებელი მოგერიების ფარგლებში,"- აცხადებს ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

"როდესაც მივიდა, ორივე მხარე გამოსულები ივნენ და დაიწყეს სროლა. გარდაცვლილს ეჭირა ავტომატი, დაინახა, რომ მის ძმას და თანმხლებ პირებს ესროლა და შეეცადა გაენეიტრალებინა,"- განმარტავს ზურაბ ზვიადაურის კიდევ ერთი ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.

ოლიმპიური ჩემპიონის მესამე ადვოკატი კახა ცნობილაძე ამბობს, რომ დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახელით, ზურაბ ზვიადაურისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. მისივე თქმით, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური უდგებიან.

პროკურატურამ დღესვე ბრალი წარუდგინა წინანდალში მომხდარი შემთხვევის დროს დაკავებულ კიდევ ერთ პირს - ჯაბა ჯანგირაშვილს. გამოძიების მიხედვით, მასზე რეგისტრირებული იარაღიდან მოხდა გასროლა. სამართალდამცავები ჯანგირაშვილს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

 

დღის ამბები