04 დეკემბერი 2021,   18:44
ვრცლად
"თავდებში ვუდგები ყველაფრით, თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად, ამან თუ რამე დააშავა" - ავთანდილ ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურზე

ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება - მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით უკვე წაუყენეს.

ზურაბ ზვიადაურს ოლიმპიური ჩემპიონები და პოლიტიკოსები თავდებში უდგებიან.

ერთ-ერთი ასეთია ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი. ის ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. ძიუდოისტმა განაცხადა, რომ მას თავდებად დაუდგება.

"19 წელია ვიცნობ ზვიადს. ზურას გამო შემიყვარდა ძიუდო. ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენია. ერთ-ერთი საამაყო და მისაბაძი ადამიანია, ვისაც მე ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. დღესაც მეხვეწება ხოლმე და გვეხვეწება, ოღონდ მოინდომეთო. ეს ადამიანი აქ კი არა, ამის ძეგლი უნდა იდგეს. ცრემლი თუ არ მომდიოდეს შვილებს ვფიცავარ აქ რომ მომიწია მოსვლა.

​ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყო არ ვიცი. 

თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად, ამან თუ რამე დააშავა," - განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

დღის ამბები