ახალი სასწავლო წლის დაწყებას პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა ვაქცინირებული შეხვდება. საქართველოს მასშტაბით პედაგოგების 40%-მდე უკვე აცრილია და განათლების სფეროს წარმომადგენლების იმუნიზაცია ინტენსიურად გრძელდება.
მცხეთაში განათლების სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციისთვის ცალკე სივრცეც გამოიყო, რომელიც მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.