სამტრედის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნაბაკევის და ოფეთის ამბულატორიებში ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივები "კურიერთან" აცხადებენ, რომ რთული ეპიდმდგომარეობისა და პანდემიის დასამარცხებლად აცრა აუცილებელია.
"71 წლის ვარ, მეშინია, მოვედი და გავიკეთე აცრა. მიმაჩნია ეგ საჭიროდ, შვილო, რომ ყველა აიცრას, რომ პანდემიისგან თავი დავიხსნათ და მოვიშოროთ ეს დაავადება,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი თინა ხარებავა.
იმუნიზაციის პროცესს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.