24 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვების გამო ერთი პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებულმა მდინარე ჭოროხი-აჭარისწყალის კალაპოტში, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა თითქმის 100 000 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 95 000 ლარს აღემატება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
 

დღის ამბები