20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
შესაძლოა, საველე ჰოსპიტალი ქუთაისშიც გაიხსნას - ქალაქში საწოლფონდი იწურება

კორონავირუსის გავრცელების გამო დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე, ქვეყანაში საწოლფონდი იწურება. ქუთაისი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ამ კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა - კლინიკებში პაციენტების მისაღებად საწოლები საკმარისი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, საველე ჰოსპიტალი ქუთაისშიც გაიხსნას. 

ქუთაისის კლინიკა "ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი აცხადებს, რომ კლინიკის დღის წესრიგში საწოლების დამატება დგას. 

"მომართვიანობა გაზრდილია, საწოლფონდი გვეწურება. პაციენტები ხვდებიან სტაციონარში როგორც თვითდინებით, ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ საწოლფონდი, პრაქტიკულად, გვეწურება, ჩვენთან დღის წესრიგში დგას, რომ დავამატოთ ჩვენი რესურსების გათვალისწინებით ახალი საწოლები, დაახლოებით 1 კვირაში დაგვემატება ახალშობილთა რეანიმაციული საწოლები,"- აცხადებს მამია ყიფიანი. 

ექიმების ინფორმაციით, შეზღუდული საწოლფონდის გამო, კლინიკებში საშუალო სიმძიმის პაციენტები ვეღარ მკურნალობენ, საავადმყოფოები სავსეა საშუალოზე მძიმე და მძიმე პაციენტებით. 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები