20 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის ონლაინკლინიკის ამოქმედება იგეგმება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩართვა ინტენსიურად მოხდება და ამასთან შეიქმნება ცალკე ონლაინკლინიკაც, რომელიც ბინაზე მყოფ კოვიდინფიცირებულ ორსულებს გაუწევს კონსულტაციას.

თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ორსულებისთვის ფაიზერის ვაქცინით აცრა უსაფრთხოა:

"რა თქმა უნდა, ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პირობებში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ცალკე ონლაინკლინიკა გაკეთდეს მეან-გინეკოლოგებით დაკომპლექტებული, რომლებიც გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე. დღეს რაც შემიძლია ნამდვილად ვთქვა, არის ის, რომ ორსულებში "ფაიზერით" ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები