47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ამის შესახებ კლინიკა "ბომონდი" წერს.
მათივე ინფორმაციით, ქალი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.
"ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას "კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.
აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.
„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის," - წერია კლინიკის Facebook გვერდზე.