საქართველოში ახლა კორონავირუსის მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927, იმერეთში - 1 108.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20.
3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში.
50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლინდა 4901 ახალი შემთხვევა.