საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან იმუნიზაციის პროცესი დღეს დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. აქ მოსული მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მხოლოდ პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთით და ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე შეარჩევენ მათთვის სასურველ ვაქცინას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობა მიიღო 838 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო დღიური მაჩვენებელი 28 ათასს უტოლდება.
გასულ 24 საათში COVID-19-ს 74 ადამიანი ემსხვერპლა. ასეთი მაღალი სიკვდილიანობა დღე-ღამეში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, არ დაფიქსირებულა. დაინფიცირდა 4901 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2586 პაციენტი.