უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს, ყირიმის არ აღაირებისთვის და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. განცხადება დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთი მიერ, ყირიმის უკანონო ანექსიის არ აღიარებისთვის. დონბასზე, რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის და ასევე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტიური პოზიციისთვის.
რუსეთის ფედერაციისგან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, იმ დროს, როცა საქართველომ დააფუძნა საერთშორისო წინააღმდეგობის გაწევის ახალი ფორმატი - "ყირიმის პლატფორმა".
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მონაწილეობა "ყირიმის პლატფომის" სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევა, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხს," - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.