საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 60 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 5200 პაციენტი.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 56 753-ია.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 17 670 ადამიანი აიცრა.