19 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
ზურაბ ზვიადაურის საქმის თავდები პირების სია გაიზარდა - სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად 72საათი აქვს

სააპელაციო სასამართლოს დამატებითი შუამდგომლობით მიმართა ზურაბ ზვიადაურის დაცვის მხარემ. ინტერესების დამცველები განმარტავენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს არგუმენტი, რომ თავდები პირების რაოდენობა არ იყო საკმარისი და ვერ უზრუნველყოფდა თავდებს, არის უსაფუძვლო.

ადვოკატების თქმით, გაზრდილია სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ზვიადაურს თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის 72 საათი აქვს.

დღის ამბები