ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 13 დაიღუპება - ქვეყანაში სიკვდილიანობის სტატისტიკის ზრდას პაატა იმნაძე ეპიდვითარების გაუარესების გამო ვარაუდობს. ამბობს, რომ კოვიდინფიცირებულების გარდაცვალებები რიცხვებში ასე იმ შემხთხვევაში გაიზომება, თუკი მოსახლეობა დროულად არ ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში და მკაცრად არ დაიცავს შესაბამის რეგულაციებს.
ამ ფონზე სპეციალისტები ლოქდაუნის საჭიროებას ვერ ხედავენ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ არსებულიც გამკაცრდეს და ისეთი შეზღუდვები დაემატოს, რომელიც ეკონომიკიას არ დააზარალებს.
დაღუპული პაციენტები, გადატვირთული საავადმყოფოები, ნაკლები ვაქცინირებული ადამიანი - ასეთია უხილავ მტერთან ომში მყოფ ქვეყნაში არსებული ვითარება.
დღეს კორონავირუსი საბედისწერო კიდევ 60 ადამიანისთვის აღმოჩნდა. დაინფიცირდა 2354 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5200 პირი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით კი 17 670 პირი აიცრა, თუმცა ეს რიცხვი უხილავ მტერთან გასამკლავებლად საკმარისი არ არის.