01 სექტემბერი 2026,   03:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფელ კახათის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად სოფელ კახათში გამართა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საგუგუჩიოსა და წმინდა ნინოს ქუჩების სრული რეაბილიტაციის გეგმა წარუდგინა.

სოფელ კახათში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავაც დაესწრნენ.

დღის ამბები