01 სექტემბერი 2026,   03:43
ვრცლად
გურიაში მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება

გურიაში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს - პროცესი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ოზურგეთსა და ჩოხატაურში გრძელდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას თავდაპირველად რეგიონში ჰოსპიტალურ ქსელ "მედალფას" ექიმები, ამჟამად კი თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჯგუფები ატარებენ.

მასობრივი ვაქცინაცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და რეგიონის ყველა სოფელს მოიცავს.

დღის ამბები