5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
მოხდება, თუ არა ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა - ეს სასამართლო პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი. ბრალდებული პირებისთვის პროკურატურა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, კიდევ ერთი თვის ვადას მოითხოვს.
5-6 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე 27 პირი ბრალდებულია.