03 სექტემბერი 2026,   03:15
ვრცლად
დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად 100-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა

დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად 100-ზე მეტი პედაგოგი უკვე გადამზადებულია - პროექტს კომუნიკაციების კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის დადასტურების მეთოდები - ეს ის თემებია, რომლებსაც პედაგოგები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული სპეციალური მოდულის მიხედვით სწავლობენ.

ტრენინგი აგვისტოში დაიწყო და სამი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ მასწავლებელს ჩაუტარდება.

დღის ამბები