სრული ავტორიზაცია Pfizer-ის ვაქცინას - ეს სტატუსი პრეპარატს 16 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მიანიჭა.
აქამდე ვაქცინას საგანგებო ვითარებაში გამოყენების ნებართვა ჰქონდა. ჯერჯერობით ეს ნებართვა აქვს ვაქცინას 12-დან 16 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის.
Pfizer-ი COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელმაც ამერიკის მარეგულირებლის მოთხოვნების ყველა საფეხური გაიარა.
სიახლეს გამოეხმაურა შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა მოსახლეობას, რომელიც ვაქცინის სრულ ავტორიზაციას ელოდა, აცრისკენ მოუწოდა.