03 სექტემბერი 2026,   06:47
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთის რეგიონს 4 ამცრელი ამბულატორია დაემატა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში, სოფლის 4 ამცრელი ამბულატორია დაემატა.

მოქალაქეებს ადგილზე ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით Sinopharm-ითა და Sinovac-ით უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ. ყველა ამცრელი ბრიგადა უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით.

სოფლის ამბულატორიებში აცრის პროცესს ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

დღის ამბები