17 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
ნიუ-იორკში მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა- ჯანმო კი კოვდისგან გამოჯანმრთელებისთანავე აცრის რეკომენდაციას იძლევა

ნიუ-იორკში საჯარო სკოლების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სრული ავტორიზაცია მიენიჭა Pfizer-ის ვაქცინას.

აქამდე ვაქცინას საგანგებო ვითარებაში გამოყენების ნებართვა ჰქონდა. სიახლეს გამოეხმაურა შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა მოსახლეობას, რომელიც ვაქცინის სრულ ავტორიზაციას ელოდა, აცრისკენ მოუწოდა.

აცრისკენ მოუწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი კოვიდგატანილებსაც. მისი თქმით, ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები მაშინვე აიცრან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

დღის ამბები