01 სექტემბერი 2026,   03:43
ვრცლად
ფოთის მერიასთან დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ

ფოთის მერიასთან ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აქციას მართავენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება. რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ.

კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებას მოითხოვს, პარალელურად კი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობენ.

მათ ხელისუფლებას 3 დღიანი ვადა განუსაზღვრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. 

დღის ამბები