დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული ეპირდვითარების გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.
გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლი ამზადებს და იმუნიზაციის საბჭოს წარუდგენს პროგრამას, რომ საქართველოში აცრა 12 წლის ასაკიდან ბავშვებში დაიწყოს.
"25 მა ქვეყანამ დაიწყო ბავშვების აცრაPfizer-ით და Moderna-თი. პირველი იყო კანადა, იმუნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს, აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტიაში, ისრაელიში. საგულისხმოა, რომ ჩინეთმა დაასრულა დიდი კვლევები სამიდან 18 წლის ასაკამდე. ახალი შტამები სულ უფრო საშიში ხდება ბავშვებისთვის და ეს საკითხი უფრო აქტუალურია, რაც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ სრული ავტორიზაცია მისცა Pfizer-ის ვაქცინას,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.