დამძიმებული ეპიდვითარების გამო გადატვირთულია ყველა ის კლინიკა, სადაც კოვიდგანყოფილებებია გახსნილი.
მათ შორის არის გორის სამხედრო ჰოსპიტალიც. კლინიკაში საწოლების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მზად არიან საავადმყოფოს საწოლფონდი გაზარდონ.
ამისთვის სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია საკუთარი სახსრებით, დამატებით, საკმაოდ დიდი სიმძლავრის ჟანგბადის ქარხნის შესყიდვასაც გეგმავს.
"პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, ჟანგბადის მოხმარების რაოდენობა მატულობს. არ გამოვრიცხავთ საჭირო შეიქმნას დამატებითი საწოლფონდის გამოყოფა, აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, შეიძინოს კიდევ ერთი ჟანგბადის ქარხანა,"- აცხადებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთმელიძე.