01 სექტემბერი 2026,   00:19
ვრცლად
ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მოსახლეობამ რეალურად შეხედოს რა მძიმე პერიოდია ახლა საქართველოში - ივანე ჩხაიძე

ქვეყანა ამ დრომდე კოვიდის გავრცელების მეოთხე ტალღის პიკზე იმყოფება. დაინფიცირებულთა რაოდენობის კლებას ეპიდემიოლოგები იმუნიზაციის გააქტიურებასა და პირბადის ტარებაში ხედავენ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კიდევ ერთხელ ახსენებს მოსახლეობას თუ რა მარტივი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ. ესენია ნიღბის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, დისტანცირება და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაც ახალ შემთხვევებს თავიდან აგვაცილებს. ასევე მედიკოსი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.

"ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოსახლეობამ რეალურად შეხედოს თუ რა მძიმე პერიოდია ახლა საქართველოში და აუცილებლად გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რაც Pfizer-ის და სხვა სამი ტიპის ვაქცინით გვაქვს საქართველოში.

ის აკრძალვა, რაც ეხება დახურულ სივრცეში თავყრილობებს, ეს იქნება ბანკეტი, ქორწილი, დაბადების დღე, მნიშვნელობა არა აქვს, იყოს მკაცრად გაკონტროლებული," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები