"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამჯერად სოფელ ჭაქვინჯში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მამუკა წოწერიამ მოქალაქეებს სოფლისა და მთლიანად მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.
"ვისაუბრეთ როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე სოფლის აქტუალურ თემებზე. მოსახლეობა დადებითად აფასებს იმ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიც არის ორი მნიშვნელოვანი გზა. ჩამოვყალიბდით იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომელსაც სოფლის მოსახლეობასთან ერთად ეტაპობრივად გადავჭრით," - განაცხადა მერობის კანდიდატმა.