აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვნენ.
დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა კლინიკაში "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით აიცრნენ.
ამ დროისთვის უწყებაში დასაქმებულთა 70 პროცენტი პირველი და მეორე დოზით არის ვაქცინირებული.