22 დეკემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს" - ვახო სანაია საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს

ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. დაზარალებულის თქმით, ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება დანაშაულს ახალისებს.

"სასამართლომ, ჩემი აზრით, მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ შენობაში და ნებისმიერ ინსტანციაში. ხელოვნურად გადადო სასამართლო პროცესი რამდენჯერმე და შემდეგ მიუსაჯა 6 თვე, რომელიც უკვე გასულია და გაათავისუფლა ბრალდებულები. ეს არის ვითარება, როდესაც უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს - ეს ხომ გადამდებია, გადამდებია სხვებისთვის, რამაც საბოლოო ჯამში მოგვიტანა ჩვენ 5 ივლისი ქვეყანაში,"-აცხადებს ვახო სანაია.

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნული ვადა დღეს ამოიწურა და ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დღის ამბები