საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. გაბუნიას თქმით, ბავშვების აცრა პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს.
"ბავშვების აცრა 12 წლის ზემოთ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. იმსჯელებს ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი და გადაწყვეტილება 2-3 კვირაში იქნება მიღებული. მთელი რიგი ევროპის ქვეყნები აკეთებენ ამას და გავითვალისწინებთ მათ გამოცდილებას, ბუნებრივია, მშობლის გადაწყვეტილებით და სურვილით.
ძალიან მცირე პროცენტია ორი დოზით აცრილების ინფიცირებული. გარდაცვალების 1 შემთხვევა იყო, ამასაც ღრმა კვლევა სჭირდება, მეორე დოზიდან 2 კვირა უნდა იყოს გასული, რომ დადგეს შედეგი,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.