გოდერძის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს. შემთხვევას საუდის არაბეთის მოქალაქე, 31 წლის ქალი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ავტომობილი გზიდან ხევში გადაიჩეხა.
მოზარდი მსუბუქი დაზიანებებით ხულოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.