03 მაისი 2024,   14:02
ვრცლად
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო - ოლიმპიური ჩემპიონი წინასწარ პატიმრობაში რჩება

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

საჩივრით დაცვის მხარე თელავის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღინისძიებად შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა ზემდგომმა ინსტანციამ საჩივარი განუხილველად დატოვა.

შესაბამისად, ზვიადაურიც და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელიც წინანდლის ტყეში სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა, საპატიმროში რჩებიან.

ახლა ადვოკატები 8 ოქტომბერს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომისთვის ემზადებიან, სადაც საბრალდებო მუხლის გადაკვალიფიცირებას და ბრალდებულების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. 

დღის ამბები