01 სექტემბერი 2026,   00:19
ვრცლად
ნახტომისებური მატება, როგორიც გასული ორი კვირის განმავლობაში გვქონდა, აღარ გვაქვს - თამარ გაბუნია

ექსპერტების თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში კვლავ მძიმეა. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, წინა კვირასთან შედარებით ინფიცირებულთა მაჩვენებლის ნახტომისებური ზრდა არ ფიქსირდება და იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს, საზოგადოებას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სიტუაციის სტაბილიზაციამ ადამიანები არ უნდა მოადუნოს და პირბადე ყველამ ატაროს.

"ნახტომისებური მატება, როგორიც გასული ორი კვირის განმავლობაში გვქონდა, აღარ გვაქვს. თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ ჯერჯერობით სიტუაციის გაუმჯობესების თაობაზე, რადგან ამის ნიშნები ჯერ ნამდვილად არ არის.

ოდნავ მეტი სტაბილიზაცია არის თბილისსა და აჭარაში, დანარჩენ შემთხვევაში ფიქსირდება შემთხვევების მატება. ამიტომ პირბადეების ტარება არ უნდა დაგვავიწყდეს,"-აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები