20 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

ისლამური სახელმწიფოს წევრობის ბრალდებით დაკავებული პირების ბრალის წარდგენა დასრულდა.

დაკავებულთაგან ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაპირველად 2-ს წარედგინა. უსუფ ცაციაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და დახმარებას ედავებიან.

მაგამედ მაჩალიკაშვილის შემთხვევაში კი გამოძიება დაწყებულია ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის მუხლით.

დანარჩენი 3 პირის ბრალის წარდგენის პროცესი შედარებით გვიან დასრულდა. 2-ს ამ ეტაპზე არ ჰყავს ინტერესების დამცველი.

ადგილზე მხოლოდ რამაზ ქავთარაშვილის, მაჩალიკაშვილისა და ცაციაშვილის ინტერესების დამცველები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები