20 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
რამდენი პაციენტი მკურნალობს დიღმისა და ქავთარაძის საველე ჰოსპიტლებში - პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

დიღმის საველე ჰოსპიტალში, ამ ეტაპზე, 43 პაციენტი იმყოფება. ჰოსპიტლის კოორდინატორის, რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით, მდგომარეობის დამძიმების გამო, პროფილურ კლინიკაში 1 პაციენტი გადაიყვანეს, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. 

"დღევანდელი მდგომარეობით, საველე ჰოსპიტალში 43 პაციენტი იმყოფება. ერთი პაციენტი გადმოიყვანეს, ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ტარდება როგორც ლაბორატორიული, ასევე, ინსტრუმენტული კვლევები. თუ მათი შეფასებისას გამოხატული იქნება სიმძიმე, ამ შემთხვევაში მოხდება ამ პაციენტების რეფერირება პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში,"-განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ. 

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში კი მკურნალობას 64 პაციენტი აგრძელებს. ჰოსპიტლის კოორდინატორის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, უახლოეს მომავალში, რამდენიმე პაციენტს ბინაზე გაწერენ. 

"სტაციონარში მკურნალობას, ამ ეტაპზე, აგრძელებს 64 პაციენტი. მოხდა ერთი პაციენტის რეფერირება პროფილურ კლინიკაში, სატურაციის მაჩვენებლის შემცირებისა და ზოგადი მდგომარეობის დამძიმების გამო. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია ჟანგბადით. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში, რამდენიმე პაციენტის გაწერას ბინაზე,"-განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა. 

დღის ამბები