20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"არის ვაქცინა და არის საფლავი, შეგიძლიათ აირჩიოთ, შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა, რომ მე არ ვიქნები ის, ვინც გადასდებს სხვას ვირუსს?" - საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე ვაქცინაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აცრა პანდემიასთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალია.

"არის ვაქცინა და არის საფლავი - შეგიძლიათ აირჩიოთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება - სიყვარული. სიყვარული არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მეზობელზე ზრუნვასაც გულისხმობს. შეიძლება მე ვფიქრობდე, რომ არ დავინფიცირდები, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს. შემიძლია კი ავიღო პასუხისმგებლობა, რომ მე არ ვიქნები ის, ვინც გადასდებს სხვას ვირუსს?" - თქვა ათენის მთავარეპისკოპოსმა.

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ათინაგორას თქმით კი, მღვდლების და მიტროპოლიტების უმეტესობა ახლო მომავალში აცრილი იქნება.

"ჩვენ ვენდობით მეცნიერებს და ექიმებს. ვაქცინა არის ერთადერთი გზა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის. ეკლესიის ფუნქციია ითანამშრომლოს მეცნიერებასთან," - აცხადებს მიტროპოლიტი ათინაგორა.

დღის ამბები