20 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
პროტესტი ქობულეთში - საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქალაქის მერიის პირველი სართული დაიკავეს

ამ წუთებში ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათ შენობაში მიმოსვლა შეზღუდეს. ეს საოჯახო სასტუმროების მფლობელების რიგით მე-4 საპროტესტო აქციაა. 

მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი ბანკებისგან და კერძო საფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული ვალდებულებების შეჩერებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც ისინი საბანკო პროცენტების გადახდას ვერ ახერხებენ.

დღის ამბები