დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფეხმძიმე ქალებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.
"არ ინდობს ორსულ ქალბატონს ეს ვირუსი, რაც მეტი ორსული აიცრება, მით მეტი ბავშვი დაიბადება," - ამბობს ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.