დღეიდან, მცხეთაში მოქალაქეებს აცრა, უქმე დღეებშიც შეუძლიათ. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი, ვაქცინას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იკეთებს.
მოქალაქეებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის 3 ამცრელი ბრიგადა ემსახურება. სამედიცინო პერსონალთან ერთად კი, ვაქცინაციის პროცესში ჩართულნი არიან "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" მოხალისეებიც.