20 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
"დიაბეტი მაქვს, უკვე მე-2 დოზა გავიკეთე, აცრა ერთადერთია რაც სიკვდილისგან გადაგვარჩენს" - მოქალაქეები ვაქცინაციაზე

დედაქალაქში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. მოქალაქეები დილიდან აქტიურად არიან ჩართული იმუნიზაციის პროცესში.

აცრის გაკეთებისთვის საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმუნიზაციის ცენტრის მენეჯერი ხატია როგავა აღნიშნავს, რომ პროცესი აქტიურად და ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 

ვაქცინაციაზე მისული პირები აცხადებენ, რომ პანდემიის დამარცხებისა და სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა, ამ ეტაპზე სწორედ იმუნიზაციაა. 

"დიაბეტი მაქვს და მირჩიეს აცრა გამეკეთებინა, უკვე მეორე დოზა გავიკეთე და ყოველგვარი გართულებების გარეშე, ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველას მოვუწოდებ აცრისკენ. ეს არის ერთადერთი რამ, რაც სიკვდილისგან გადაგვარჩენს ყველას,"- აცხადებს მოქალაქე ლეილა ვაწაძე.

დღის ამბები