"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბათუმელი დედა-შვილი ვაქცინირებული არ იყო. ორივე მათგანი მკურნალობას კლინიკა "ბაუს" რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა მათი ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 54 წლის ქალი - ნონა ემირიძე, გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი 31 წლის შვილის კობა ჯაშოიანის სიცოცხლეც.
54 წლის ქალი ბათუმის ერთ-ერთი კოლეჯის ლექტორი იყო.