"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით - Pfizer-ით აიცრა.
ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მერობის კანდიდატთან ერთად, გორის საჯარო სკოლის პედაგოგებიც აიცრნენ.
"მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას ვაქცინაციისკენ. ესაა ერთადერთი გზა პანდემიის დამარცხებისა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი გადავიტანე, გადავწყვიტე ვაქცინის დროულად გაკეთება, რათა საფრთხის ქვეშ არ დავაყენო საკუთარი თავი და ასევე ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები,"- განაცხადა ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილმა.