საყოველთაო იმუნიზაციის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით 3 მობილური ამცრელი პუნქტი მოქმედებს. ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის მოედანზე მოქალაქეები მუნიციპალურ ავტობუსებში მოწყობილ სივრცეებში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე დღეს დილიდან იცრებიან.
მუნიციპალურ ავტობუსებში მოწყობილ ამცრელ პუნქტებში ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების ჩართულობა საკმაოდ მაღალია.
"აცრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეული ჩვენგანისთვის ერთ-ერთი გადარჩენის საშუალებაა. ტრანსპორტის არქონის პირობებში ძალიან კომფორტულია, რომ სახლთან ახლოს შეგვიძლია ავიცრათ და უფრო ადვილი გახდა ადამიანებისთვის აცრის მიღება," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.