საქართველოში კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციას 76 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელდა 6177 პაციენტი.
ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, დედაქალაქში კოვიდის1004 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის მასშტაბით 25217 ტესტი ჩატარდა.