ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მეშახტეები, რომლებიც დღეს პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.
შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მასშტაბური საზეიმო ღონისძიება წელს ტყიბულში არ ჩატარდება.
"საქნახშირში" ამბობენ, რომ ახლა მთავარი რეგულაციების დაცვა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
"ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით "მეშახტის დღის“ აღსანიშნად, თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, უარი ვთქვით „მეშახტის დღის“ ღონისძიების გამართვაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიზეიმებთ - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 29 აგვისტოს „მეშახტის დღე“ ანაზღაურებად უქმე დღედ გამოვაცხადოთ.
ასევე, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და იმედი გვაქვს, რომ პანდემიას დავამარცხებთ და მომდევნო წელს „მეშახტის დღეს“ კიდევ უფრო გრანდიოზულად აღვნიშნავთ,"- აცხადებს "საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკი.