16 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
თბილისის განვითარების ამოსავალი წერტილი ქალაქისთვის "ლაგუნა ვერეს" დაბრუნებაა - "ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი

თბილისის განვითარების ამოსავალი წერტილი ქალაქისთვის "ლაგუნა ვერეს" დაბრუნებაა, - ამის შესახებ "ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ლაგუნა ვერე" ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს და გადაიქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალფუნქციურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცედ.

"ქალაქის ცენტრში დგას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი "ლაგუნა ვერე", რომელიც არის მიტოვებული და გაპარტახებული და რომელიც არის ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ასეთი ნაგებობა, რომელიც არის მიტოვებული უპატრონოდ და ნადგურდება, უნდა გამოვისყიდოთ და დავუბრუნოთ ქალაქს, განვავითაროთ მისი სრული პოტენციალი," - აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

დღის ამბები