დღეს საქართველოში კორონავირუსს 81 ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე.
დაღუპულებს შორის არის 20 წლის გოგონა აჭარიდან და 35 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც თბილისში მკურნალობდა. არც ერთი მათგანი ვაქცინირებული არ იყო.
ექიმები საგანგებო მიმართვებს ავრცელებენ და კატეგორიულად მოუწოდებენ მოსახლეობას, აიცრან.