ჯანდაცვის მინისტრი კოვიდკლინიკების ხელმძღვანელ პირებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, მედიკამენტების და ჟანგბადის რესურსი და მათი ხარჯვაა.
კიდევ ერთი თემა, რაზეც შეხვედრის მიმდინარეობის დროს ყურადღება გამახვილდება, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესია.
პარალელურად, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მოძრავი ვაქცინაციის პუნქტებში. მოქალაქეები ამბობენ, რომ სამგზავრო ავტობუსში მოწყობილი ვაქცინაციის პუნქტი მათთვის მოსახერხებელი და კომფორტულია.