20 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
მე მაცვია თეთრი ხალათი და ამის გახდას სიკვდილის ბოლომდე არ ვაპირებ - ლევან რატიანი კოლეგებს მიმართავს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იმ ექიმებზე გაამახვილა ყურადღება, ვისთვისაც ქვეყანაში არსებული ლეტალობის ინდექსი საყურადღებო არ არის. 

"მე მაცვია თეთრი ხალათი და ამის გახდას სიკვდილის ბოლომდე არ ვაპირებ. იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსები, ჩემდა სამწუხაროდ, გასაოცარია. მე მათ ვუსურვებ ჩემთან ერთად, რომ ძალიან მალე დაგვემარცხებინოს ეს პანდემია და ყველა სიბოროტე დაგვევიწყებინოს," - განაცხადა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები