20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-ით აცრა დაინფიცირების რისკს თითქმის 25-ჯერ, ხოლო გარდაცვალების შესაძლებლობას 200-ჯერ შეამცირებს.

ამირან გამყრელიძე იმასაც ამბობს, რომ აცრილიდან აცრილ პირზე ვირუსის გადადების შანსი ძალიან დაბალია.

"აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა. ერთჯერ აცრილებში 5000 შემთხვევაა, ხოლო ორჯერ აცრილებში, დაახლოებით, 4000 შემთხვევაა აცრის შემდგომი, მაგრამ უმრავლესობა ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი. სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება, ორჯერ აცრილებში.

დღეს, წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ ერთი თვის განმავლობაში, მთავარი სლოგანი უნდა იყოს "ყველა უნდა ავიცრათ", რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების მთავარი გზა. ყველა იმ ადამიანის ბანერს, რომელიც დღეს გამოკრულია, მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები